Friday, December 5, 2014

მასწავლებელი

პროექტის სახელი

v პროექტის მოკლე აღწერა :

მასწავლებლის პროფესიის საფუძვლიანად გაცნობა და პროპაგანდა.


v პროექტის სრული აღწერა:

გერქვას მასწავლებელი ბევრს გავალებს! მასწავლებელზეა დამოკიდებული, მრავალწილად, მოსწავლის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებისათვის უნარ -ჩვევების, ურთიერთობის, მოქალაქეობრიობის გაცნობა, განზოგადება და სწავლება. მასწავლებლის შრომამ საზოგადოებას უნდა მისცეს როგორც,ფიზიკურად, ასევე გონებრივად ჯანსაღი პიროვნება. საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელსაც ბევრჯერად დაფასება არა აქვს. მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ და გავუღვივოთ ინტერესი ამ პროფესიის მიმართ, უნდა დავანახოთ მისი სასიკეთო და სასარგებლო მხარეები. ყოველივე ამის შემდეგ იქნებ გვყავდეს მოწოდებით, შრომით, სურვილით აღვსილი მასწავლებლები და მასწავლებლის პროფესიაც გახდეს ყველაზე პოპულარული...


v მონაწილეთა ასაკი/კლასები:

6-12; 13-15; 16-18/დაწყებითი, VII,VIII,IX,X,IX,XII კლასები
v ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე (ნებისმიერი) სასწავლო წლის განმავლიბაში

v პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები: უფრო საფუძვლიანად დაეუფლებიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას; მოიძიებენ მასალებს (წიგნებიდან, ინტერნეტიდან); გამოკვლევენ, გამართავენ დისკუსიებს (აკრიტიკებენ ან იწონებენ გარკვეულ მოსაზრებებს, იცავენ გამოთქმულ აზრს და სხვა), აიღებენ ინტერვიუებს ღვაწლმოსილი, დამსახურებული მასწავლებლებისაგან,გადაიღებენ სურათებს, შექმნიან ალბომებს და გაზეთებს(კედლის, ელექტრონულ და სხვა); დახატავენ თავიაანთ ნააზრს და მოაწყობენ გამოფენებს; მოაწყობენ პრეზენტაციებს.
პროექტის აქტუალობა; მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად ამოჩნდა რომ დღევანდელ მოსწავლებს არ სურთ დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას. ვინაიდან ეს პროფესია მიაჩნიათ რთულ და საპასუხისმგებლოდ.
მათ ურჩევნიათ ისეთი პროფესია რომელიც იქნება დღეისათვის უფრო გამოცადეგი და მაძალანაზძაურებადი.


v მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები უფრო რმად რომჩასწვდნენ  ამპროფესიას გაესაუბრონ  გამოცდილ, ვაწლმოსილ პედაგოგებს. გაითვალისწინონ მათი ევა-დარიგებები. გამოიყენონ  შემდეგი;



საგამოფენო სტენდი;
შემოქმედების საღამო;
ბროშურები;
კედლის გაზეთები;
გაზეთი/ჟურნალი;


v სარგებელი სხვებისთვისმასწავლებლის პროფესიის პროპაგანდა

v სამუშაო ენაქართული, რუსული, ინგლისური

v საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კლიტერატურულ ნაწარმოებებში მაგალითების მოძიება, ესეების დაწერა, თვითშემოქმედების გაცნობა და განხილვა, დისკუსიების გამართვა, ლიტერატურული საღამოების მოწყობა;

ისტორია - საქართველოს და მსოფლიოს ისტორიული წყაროების გამოყენებით მასწავლებლის როლის და მნიშვნელობის კვლევა, ინფორმაციის მოძიება, განხილვა და მსჯელობა;

ხელოვნება - მასწავლებლისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშების (ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი) მოძიება და ამ თემაზე დისკუსიების წარმოება, პრეზენტაციების მომზადება, ნახატებისა და ფოტო გამოფენების მოწყობა;

საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინტერნეტში მასალების მოძიება, დამუშავება პრეზენტაციების მომზადებით, სურათების ელექტრონული გალერეის მოწყობა, ნამუშევრების და სურათების განთავსებით გაზეთის/ჟურნალის ელ.ვერსიის შექმნა, ბლოგში განთავსება .

No comments:

Post a Comment